„რა უნდა დავიწუნო, ნახეთ როგორი კაცია, კაცო“ – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რა დაუწუნა მან ირაკლი ღარიბაშვილს.
აღნიშნულის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „პარაგრაფ თბილისში“ განაცხადა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ დღეს პარტიის მერვე ყრილობას მართავს.
ყრილობა 14:00 საათზე, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ იმართება. აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს. პარტიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
ყრილობამდე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს წარადგენს.
