LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჯართზე აღარ დავდივარ, ადრე აღარ ვიღვიძებ, აღარ ვიჭრი ხელებს, აღარ ვვარდები არსად და უფრო სუფთად დავდივარ… ახლა აბაზანაც გვექნება სახლს მალე გაგვიკეთებენ…“ – რას ჰყვება 11 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახის დასახმარებლად ყოველდღე ჯართის შეგროვება უწევდა

269
ნანუკა ჟორჟოლიანი (1)

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარი, პატარა ალექსანდრე იქნება. 11 წლის ბჭის შესახებ საზოგადოებამ ნანუკა ჟორჟოლიანისგან შეიტყო. ალექსანდრე ალავერდაშვილი ის ბიჭია, რომელიც 6 წლიდან ოჯახის დასახმარებლად ჯართს აგროვებდა.

როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, ალექსანდრე ამიკო ზარქუას და ნიკა ყალიჩავას გაცნობაზე ოცნებობს.

ვიდეოდან ცნობილი ხდება, რომ დღეიდან 11 წლის ბიჭს აღარ მოუწევს ჯართის შეგროვება.

„ჯართზე აღარ დავდივარ, დილით აღარ ვიღვიძებ… აღარ ვიჭრი ხელებს, აღარ ვვარდები არსად და უფრო სუფთად დავდივარ, ჯართს რომ ვაგროვებდი სულ ვისვრებოდი. ახლა აბაზანაც გვექნება სახლს მალე გაგვიკეთებენ…

ვცდილობდი რომ ადრე წავსულიყავი ჯართის შესაგროვებლად, რომ სახლში ადრე მოვსულიყავი და უფრო დიდი დრო გამეტარებინა სახლში“, – ამბობს პატარა ალექსანდრე ვიდეოში.

ვიდეო: „ერთი სული მაქვს დახმარებას როდის ავიღებ, იქნებ 1-2 დღე მაინც დავისვენო ჯართის შეგროვებისგან“ – 11 წლის ბიჭი ყოველდღე ჯართს აგროვებს და ოჯახს არჩენს

11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილს ოჯახისთვის ფულის საშოვნელად ყოველდღე ჯართის შეგროვება უწევს. საოცარ ბიჭზე სიუჟეტი ნანუკა ჟორჟოლიანმა მოამზადა. როგორც ალექსანდრე საუბრობს ის მხოლოდ მაშინ ისვენებს, როდესაც დახმარებას იღებენ. „ერთი სული მაქვს დახმარებას როდის ავიღებ, იქნებ 1-2 დღე მაინც დავისვენო ჯართის შეგროვებისგან, თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით“, – ამბობს ალექსანდრე. დაბლა მითითებულ ანგარიშზე შეგიძლიათ მას […]

ოთხშაბათს 💕ბიჭებო, ალექსანდრე თქვენს გაცნობაზე ოცნებობსAmiko Zarkua / ამიკო ზარქუაNikaTMGNika Dotiashviliნიკა ყალიჩავასაბა ყალიჩავა.უნდა გვიყუროთ

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ორშაბათი, 24 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g