ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი დისკის გამოსვლამდე და მასშტაბურ მსოფლიო ტურნეში გამგზავრებამდე, მსმენელს დაუვიწყარი სანახაობა მოუწყო.
ამერიკელმა მომღერალმა ლოს-ანჯელესში, მომავალი ფირფიტის პრეზენტაცია გამართა, ყველასთვის მოულოდნელად კი აუდიტორიის წინაშე, *NSYNC-ის თანხლებითაც წარდგა.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფს სრული შემადგენლობით სცენაზე 2013 წლის შემდეგ არ უმღერია. ათწლეულზე მეტი ხნის წინაც, ბენდის სხვა წევრები ჯეი თის MTV Video Music Awards-ზე, სპეციალური პერფორმანსისას შეუერთდნენ. მაშინ ტიმბერლეიკს პრესტიჟული პრემია – ,,მაიკლ ჯექსონის ვიდეო ავანგარდის ჯილდო’’ მიენიჭა.
ცნობისთვის, კოლექტივმა პუბლიკას კლასიკური ჰიტები – Gone, Girlfriend, Bye Bye Bye და It’s Gonna Be Me, სიურპრიზად კი სიმღერის – Paradise პრემიერა შესთავაზა.
ჯასტინ ტიმბერლეიკის მომავალ დისკში *NSYNC-ის ახალ სიმღერასაც მოვისმენთ
.@NSYNC performed their new song “PARADISE” at @jtimberlake’s show!! #NSYNC pic.twitter.com/a9lk24liu2
— TETRIS (@itstetrisbish) March 14, 2024