აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. ქვეყნის 46-ე პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა, რომელსაც მსოფლიო ვარსკვლავებისგან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. მის გულშემატკივრებში „შიმშილის თამაშების“ ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოურენსიცაა, რომელმაც ცოტა ხნს წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა. ბაიდენის გამარჯვებით გახარებული ოსკაროსანი მსახიობი ქუჩაში პიჟამით გაიჭრა და Childish Gambino-ის ჰიტზე, This is America ენერგიული ცეკვა დაიწყო.
„ერთკაციანი წვეულების მოწყობის გარდა სხვა რა გზა მქონდა“ – წერს ჯენიფერი.
Had no choice but to throw a party for 1 #comeonbostonletsparty pic.twitter.com/qvSEVip0Mh
— Jennifer Lawrence – Represent.Us (@JLawrence_RepUs) November 7, 2020