LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი აღმასვლისა და ვარდნის შემდეგ ჩვენ გვაქვს საოცარი სიურპრიზი“ – ალეკ ბოლდუინი მე-8 შვილს ელოდება

341
Untitled.pngTRTRTR

ალეკ ბოლდუინი უკვე ხუთი თვეა საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრშია, გადაღებების დროის უბედური შემთხვევის შესახებ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, თუმცა მსახიობი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„ვინ იქნება მორიგი მსხვერპლი?“ – ალეკ ბოლდუინი უბედური შემთხვევიდან 5 თვეში ორ იტალიურ ფილმში ითამაშებს

ალეკ ბოლდუინი აცხადებს, რომ ჰალინა ჰაჩინსის ოჯახს მისგან ფულის გამოძალვა სურს

ამჯერად კი 63 წლის ბოლდუინის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ის და მისი 38 წლის მეუღლე, ჰილარი მე-7 შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ჰილარიმ „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.

„ბევრი აღმასვლისა და ვარდნის შემდეგ ჩვენ გვაქვს საოცარი სიურპრიზი, შემოდგომაზე კიდევ ერთი ბოლდუინი მოევლინება სამყაროს“, – წერს ჰილარი და ვიდეოს ავრცელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოების მხრიდან რეზონანსული შეფასებები მოჰყვა.

„კარგი მიზანი აქვს“, „საოცარი მამაკაცია“, „ახლა ამის დრო იყო?“, „ჯერ სულ რაღაც ხუთი თვეა გასული ჰაჩინსის გარდაცვალებიდან“ – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ალეკისთვის ეს მე-8 შვილი იქნება, პირველი ქორწინებიდან ალეკს  26 წლის ქალიშვილი ჰყავს.

ფოტო: ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ალეკ ბოლდუინი შვილებთან ერთად პირველად გამოჩნდა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები