31 ოქტომბერს, ცნობილი ქართველი პიანისტის, გიორგი გიგაშვილის სოლო კონცერტმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში – „კარნეგი ჰოლის“ „Weill Recital Hall“-ში ანშლაგით ჩაიარა.
პიანისტმა მსმენელისგან ხანგრძლივი ოვაცია და აბლოდისმენტები დაიმსახურა. აღფრთოვანებული აუდიტორიის შთაბეჭდილებების ამსახველ ვიდეოებს გიორგი გიგაშვილის „ფეისბუკის“ გვერდზე ავრცელებენ მოქალაქეები, რომლებიც „კარნეგი ჰოლში“ გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ.
„დღეს, ასეთი ოვაციების ფონზე, ამ ოქროს ბიჭმა სცენიდან მოგვმართა – ჩემო ქართველებო, ნუ დაღონდებით, ყველაფერი კარგად იქნებაო!!!“ – წერს მაკა ქობალია და კონცერტიდან კადრებს და გიორგი გიგაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.
დღეს, ასეთი ოვაციების ფონზე, ამ ოქროს ბიჭმა სცენიდან მოგვმართა – ჩემო ქართველებო, ნუ დაღონდებით, ყველაფერი კარგად იქნებაო!!! Gigashvili Giorgi❤️❤️
Posted by Maka Qobalia on ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი, 2024
„არაჩვეულებრივი შესრულება“ – წერს ნინო კვასხვაძე.
არაჩვეულებრივი შესრულება 💖✨💫✨💥
Posted by Nino Kvaskhvadze on ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი, 2024
კონცერტამდე ერთი დღით ადრე, გიორგი გიგაშვილმა „კარნეგი ჰოლთან“ განთავსებული აფიშის ფოტო გამოაქვეყნა და საკუთარი ემოციები გაგვიზიარა:
„რა რთული იყო ამის ნახვა, არც ვფიქრობდი იმაზე ეს დღეები, რომ აქ დავუკრავ ხვალ“, – დაწერა გიორგი გიგაშვილმა.
აააააააააააააააააააააააა. რა რთული იყო ამის ნახვა, არც ვფიქრობდი იმაზე ეს დღეები, რომ აქ დავუკრავ ხვალ. 😭❤️
Posted by Gigashvili Giorgi on სამშაბათი, 29 ოქტომბერი, 2024