LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „Kengoro“ – ახალი ჰუმანოიდი ბიჭი რობოტი, რომელიც სპორტულ ვარჯიშებს ასრულებს

434
კენგორო

ჰუმანოიდი ბიჭი რობოტი, სახელად „Kengoro“, იმდენად მოქნილია, რომ მრავალფეროვანი ვარჯიშების შესრულება ადამიანივით თავისუფლად შეუძლია.

რობოტი, რომელიც ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს, ასრულებს უამრავ აქტივობას, მათ შორის აზიდვებს, მუცლის პრესის ვარჯიშს და როგორც აღმოჩნდა ბადმინტონის თამაშიც კი შეუძლია.

ახალი სახის ჰუმანოიდი რობოტი მკვეთრად განსხვავდება სხვა რობოტებისგან.

მისი დიზაინი ზუსტად იმეორებს ადამიანის ძვლების და კუნთების სტრუქტურას, რაც მას ფართო მოძრაობის რადიუსს და მრავალფეროვანი ფიზიკური აქტივობების შესრულების შესაძლებლობას აძლევს.

მისი სახსრები და ძვლების სისტემა 14-16 წლის ბიჭის ანატომიით არის შთაგონებული, რაც მკვლევრების განცხადებით, იძლევა მაქსიმალურ შედეგს მოქნილობის კუთხით.

მეცნიერების თქმით, აღნიშნული ინოვაცია რობოტიკაში მკვეთრად წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან სამომავლოდ რობოტები უფრო ეფექტურად შეძლებენ მედიცინის დარგში, მაგალითად ფიზიკური თერაპიის ან სპორტული ტრენინგების დროს ადამიანების დახმარებას.

Watch a humanoid robot work out | Science News

This humanoid robot is limber enough to work out. Kengoro, made by researchers at the University of Tokyo, can do push-ups and sit-ups and even swing a badminton racket. (Read more: http://ow.ly/4jIR30hnORl)

Posted by Science News Magazine on ოთხშაბათი, 19 იანვარი, 2022
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები