საქართველოს კარის რკინის გუმბათი – ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კარი დაუძლევენ ციხე-გალავნად აქცია.
გიორგი მამარდაშვილის მშობლები, დავით მამარდაშვილი და თამუნა ბლიაძე „შაბათის ეთერში“ გიორგის კარიერაზე და ზოგადად მასზე საუბრობენ.
თამუნა ბლიაძე ბრაზდება, როცა სოციალურ ქსელში წერენ, რომ გიორგი ცივია, ემოციების გამოხატვა არ შეუძლია და არ იღიმება.
„თვითონ არის ასეთი, შეიძლება ხელი მოგკიდოს და თითქოს ჩაგეხუტა. ყველას ხომ არ შეუძლია და ამაზე სოციალურ ქსელში წერენ ხოლმე „ვინ არის ეს ხე?“. არ არის ასეთი. სტადიონზე რაც ჩანს, 360 გრადუსით სხვა ადამიანია სახლში. კარგი იუმორი აქვს, ვკვდებით ხოლმე სიცილით ყველანი“, – ამბობს თამუნა ბლიაძე.