„ფორმულას“ ეთერში პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი და ჟურნალისტი ელისო კილაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
„პატარა პარტიებს უჭირთ რუსთაველზე ხალხი გამოიყვანონ“- აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა და განმარტა, რატომ არის აუცილებელი, რომ რუსთაველზე გამოსულ მომიტინგეებს, აქციის ორგანიზატორები ფინანსურად დაეხმარნენ.
სტუდიაში შემდეგი შინაარსის საუბარი გაიმართა:
თაკო ჩარკვიანი:
„ბევრი ემიგრაციაშია, ბევრს ფიზიკურად ძალიან უჭირს, ძალიან მძიმეა ყოფა, შენ ხელი უნდა შეუწყო და ეს ხელის შეწყობა უკაცრავად მაგრამ კორუფცია კი არაა. მას ფულით უნდა მიეხმარო, აბა როგორ, მას ძალიან უჭირს. ის რუსთაველზე ვერ გაჩერდება, შენ თუ თანხა არ გაიღე. მაშინ საერთო ყულაბა უნდა გააკეთო.
ელისო კილაძე:
თქვენ რატომ ვერ გააკეთეთ? რომ დაგვიანენსეთ, რომ რუსთაველი უნდა შეაზანზაროთ, ლეიბები უნდა დაყაროთ და მოიკავოთ?
თ. ჩ.
იმიტომ რომ ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აზანზარებს. ერთი წუთით, მე არ მოვსულვარ თქვენთან დუეტისთვის.
ე.კ.
კითხვა მაქვს, მე თქვენთან არანაირ დუეტს არ ვაპირებ.
თ.ჩ.
თქვენთან გადაცემაში რომ ვიქნები, კითხვები მაშინ დამისვით.
ელისო კილაძემ წამყვანს ვახო სანაიას მიმართა და სთხოვა, ეს კითხვა მისთვის დაესვა.
ვახო სანაიამ აღნიშნა, რომ კითხვა დასმულია და საერთო დისკუსიის თემაა.
თ. ჩ.
თქვენთან საუბრის სურვილი მაქვს და თუ შეიძლება, ნუ გამაწყვეტინებს.
ე.კ.
მაინტერესებს რას გულისხმობს, როდესაც ამბობს, არ გავასამართლებინებ სააკაშვილს მურუსიძის სასამართლოსო, გაასამართლეს კი არა, დაგვამხეს თავზე სასამართლო ხალხო.
თ. ჩ.
არ ვაპირებ პოლემიკას ადამიანთან, ბედუკაძე რომ ცხოვრობდა მასთან სახლში.
ე.კ.
ვინ ბედუკაძეზე მელაპარაკები, როდესაც ქალი იდექი და წინასაარჩევნოდ ამბობდი, „პოლისჯოხით“ აუპატიურებენ ადამიანებსო.
თ. ჩ.
რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ სახე არ დაკარგოთ, როგორც კარგავთ ხოლმე, ეს ქუჩა არ არის.
ე.კ.
322 ხმა მიიღეთ, რომელ პარტიაზე საუბრობთ.
თ.ჩ.
თაკო ჩარკვიანის პარტიას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. მაგიდასთან ტყუილი.
ე.კ.
მაშინ გაასაჯაროვეთ წერილი, რომელიც სააკაშვილმა მოგწერათ. ხომ გითხრათ, არ ილაპარაკოთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ამ პარტიის ლიდერებზე.
თ. ჩ.
„თქვენ რუსეთის „კაგებეს“ კმაყოფაზე ცხოვრობთ დღემდე, ელისო!