სოსო და კოტიკო თოლორაია წლებია, აშშ-ში ცხოვრობენ და უამრავი სიძნელე გამოაირეს, როგორც ემიგრანტებმა.
კოტიკო თოლორაია:
„ბავშვობიდან მიყვარს შრომა და უცხო არ იყო ჩემთვის. პირველი ბარიერი ენაა. გინდა, აუხსნა, საიდან ხარ, წარადგინო შენი ქვეყანა, თავი, ოჯახი. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი დისკომფორტი… მიუხედავად იმისა, რომ სოსო დამხვდა, სახლი, საკვები, ჩასაცმელი დამახვედრა, გზა გამიკვალა, ყველას ვეუბნები, რომ ყველას თავისი წილი ბარიერები აქვს გადასალახი. მივხვდი, რომ ადამიანები არ უნდა დაღალო…
აქ სპონტანურად გადავწყვიტეთ სალონის გაკეთება, იდეა დიდი ხნის წინ დაგვებადა. შევიკრიბეთ ადამიანები და გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივი საქმე გაგვეკეთებინა. მე და სოსომ მოვკიდეთ ხელი სარემონტო სამუშაოებს, ხოლო სალონის მხრივ გოგონებს დავუთმეთ…“