მეზღვაურებს, შუა ზღვაში, ოკეანეში თავიანთი წესები აქვთ. ამ თემაზე სპეციალური კონტენტი ინტერნეტ სივრცეში ქართველმა მეზღვაურმა, გემის ინჟინერმა ლაშა ქარცივაძემ შექმნა. სოციალური ქსელის მომხმარებელი მას იცნობს, როგორც Buskey Family.
როგორია მეზღვაურის ცხოვრება, როგორ გადაადგილდება უზარმაზარი გემი უსასრულო სივრცეში, როგორ ზეიმობენ გემზე მყოფი ადამიანები დღესასწაულებს, როგორ ერთობიან თავისუფალ დროს და როგორ იცავენ თავს მეკობრეებისგან – ამ საინტერესო თემებზე ქართველი მეზღვაური ვიდეო ვლოგებს ქმნის და ამავდროულად, შეყობინებებში შემოსულ კითხვებსაც პასუხობს.