LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლედი გაგა სასწაული „ლუქით“ – მანჰეტენზე „ჯოკერის“ გადაღებები მიმდინარეობს

168
Untitled.pngrere

გასულ თვეს, რეჟისორმა ტოდ ფილიპსმა „ინსტაგრამზე“ ლედი გაგასა და ხოაკინ ფენიქსის პირველი ერთობლივი ფოტო გაავრცელა, სადაც ლედი გაგა „ჰარლი ქუინის“ როლში პირველადაა წარმოდგენილი. ახლა კი გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გავრცელდა. მასშტაბურ სცენებს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, სასამართლოს შენობასთან იღებდნენ.

36 წლის ლედი გაგას საოცრად შთამბეჭდავი ტანისამოსი ეცვა. მას სათამაშო კარტით შთაგონებული კოსტიუმი ამშვენებდა.

შეგახსენებთ, ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით „ჯოკერის“ პირველმა ფილმმა კომპანია Warner Bros.-ს $1 მილიარდი შემოსავალი მოუტანა. მეორე ნაწილის პრემიერა 2024 წლის 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

„ჰარლი ქუინის“ როლში პირველად – ნახეთ ლედი გაგასა და ხოაკინ ფენიქსის პირველი ერთობლივი ფოტო „ჯოკერიდან“

„დღე პირველი, ჩვენი ბიჭი“ – ტოდ ფილიპსმა „ჯოკერის“ „სიქველიდან“ პირველი კადრი გაავრცელა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები