როგორ სახლში ცხოვრობენ დუეტ „ლეონის” წევრები ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი და როგორია წყვილის ქუთაისური ცხოვრება. ამის შესახებ მათ „პოსტვ“-ის ეთერში ისაუბრეს.
„გადავწყვიტეთ ქუთაისში გვქონოდა ჩვენი სახლი. ქუთაისი ჩემი ქალაქია და ის უკვე ნინისიც გავხადე. რაც შეეხება სახლის დიზაინს, ნინის ეკუთვნის, მთლიანად მას მივანდე ეს ამბავი“- ამბობს ლევან წვერავა.
როგორც ნინი კენჭიაშვილი აღნიშნავს, სახლის დიზაინის კლასიკური ვარიანტი აირჩია, შედეგით კი ორივე კმაყოფილია.
„როდესაც აქ შემოვედი, ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა. გადავწყვიტე ტრადიციული მოლდინგების გაკეთება, რაც ძალიან მომწონს. გამოყენებული გვაქვს ოქროს დეტალები, მოდაშია, ტრენდულია, ლამაზია. სიმართლე გითხრათ, ლევანს ეზედმეტებოდა ამდენი ოქროსფერი. კამათიც გვქონდა რიგ საკითხებზე, თუმცა კამათს საბოლოოდ ჭეშმარიტებამდე მივყავართ“, – ამბობს ნინი.