გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კადრებმა, სადაც ჩანდა, როგორ კვეთდა უკრაინის საზღვარს მცირეწლოვანი, უამრავი ადამიანი შეძრა.
ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ცნობილი კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი და აღნიშნავს, რომ მან ბიჭუნას მელოდია დაუწერა.
“ეს მელოდია ამ წამს “იმ ჩემს ზოლიან ქურთუკიან ბავშვს” დავუწერე,
ბევრი შეცდომაა არ გამკიცხოთ ერთ ამოსუნთქვაზე, თან დავწერე, თან დავუკარი,”-წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
