LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მახსოვს, სიცოცხლის ბოლო პერიოდში მკითხა, ვიყავი თუ არა ბედნიერი. მივხვდი, რომ უნდა მომეტყუებინა“ – მაკა ძაგანია განვლილ რთულ პერიოდს იხსენებს

683
2024-10-11_00-14-39_127984

მსახიობი მაკა ძაგანია „ნიკოლოზის კითხვებში“ საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს და განვლილ სირთულეებზე გვიყვება.

მაკამ გადაცემაში აღნიშნა, რომ მეორედ ოჯახის შექმნა საკმაოდ გაუჭირდა.

„მამაჩემი იყო ძალიან ცუდად. მახსოვს, სიცოცხლის ბოლო პერიოდში მკითხა, ვიყავი თუ არა ბედნიერი. მივხვდი, რომ უნდა მომეტყუებინა, რომ ვარ ბედნიერი. ძალიან მალე მამაჩემი გარდაიცვალა. ძალიან მეშინოდა მეორე ოჯახის შექმნის. როდესაც სტრესული ურთიერთობა გაქვს და ცუდად გახსენდება, გაქვს შიში, რომ იგივე არ განმეორდეს. ჩემზე რვა წლით პატარაა და უარს ვეუბნებოდი. ვეუბნებოდი, რვა წელია ბევრია და შემეშვი-მეთქი“, – საუბრობს მაკა.

მსახიობი ასევე ამბობს, რომ ახლაც ებრძვის სიკვდილის შიშსა და პანიკურ შეტევებს.

ვიდეო: მაკა ძაგანია: „მეორედ ოჯახის შექმნის ძალიან მეშინოდა… ჩემზე რვა წლით პატარაა და უარს ვეუბნებოდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g