თიკო სადუნიშვილი ახალი გადაცემის წამყვანი იქნება. ტელეწამყვანი ვიდეოს „ინსტაგრამზე” აქვეყნებს.
„მალე, ახალი და ძალიან საჭირო გადაცემა”, – წერს სადუნიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ახალი გადაცემა მანამდე ნანუკა ჟორჟოლიანმაც დააანონსა.
„ვიწყებთ ახალ გადაცემას, რომელიც აპრილის თვიდან, ყოველ ოთხშაბათს, “სხვა ნანუკას” შემდეგ გავა ეთერში. მისი წამყვანი თიკო სადუნიშვილი იქნება. გუშინ მე და თიკო სწორედ ამ გადაცემის ფორმატში ვსაუბრობდით, ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია, რა აზრს ვანიჭებთ ცხოვრებას. ეს კითხვა არ უნდა დავსვათ. ჩვენს ცხოვრებას აზრი ჩვენ თვითონ უნდა მივანიჭოთ. ჩვენი ბედნიერება და კარგად ყოფნა, ჩვენს ხელშია”, – საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი.