ვიდეო: მამისთვის ამღერებული რატი დურგლიშვილი და ფეხზე დამდგარი ფილარმონიის დარბაზი – ვაჟა დურგლიშვილის იუბილემ გრანდიოზულად ჩაიარა

18817
fot

ვაჟა დურგლიშვილის 75 წლის იუბილემ გრანდიოზულად ჩაიარა.

თავად კომპოზიტორისა და ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ვაჟა დურგლიშვილის 75 წლისადმი მიძღვნილი საღამო-კონცერტი გაიმართა.

სპეციალურად მამისთვის ამღერდა რატი დურგლიშვილიც, რომელმაც სცენაზე მაკა ზამბახიძესთან ერთად არაერთი ჰიტი შეასრულა.

ვაჟა დურგლიშვილი 500-მდე საესტრადო და საბავშვო სიმღერის ავტორია. ის გახლავთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი; 2017 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.

ვაჟა დურგლიშვილი 75 წლის გახდა

 

 

 

 

 

მსგავსი თემები
,,გადავწყვიტე წელს დაბადების დღე სამაჩაბლოში, რკინის ეკალ-ბარდებს მიღმა დარჩენილ ვალია ბაბოსთან და უამრავ ბავშვთან ერთად გადავიხადო…მაჩუქეთ ტანსაცმელები მოხუცებისთვის, სათამაშოები ბავშვებისთვის” – სანდრო ელოშვილის მიმართვა საზოგადოებას