LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მარგარეტ დაიაური – შატილში ვისაც არ ჰქონდა გენერატორი, ყველას ინდივიდუალურად ექნება! ყველას ხალხო, ხვდებით რა შეძელით?! არავინ არ დარჩება სინათლის გარეშე წლები!

793
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

ხელოვანი მარგარეტ დაიაური, რომელიც მეუღლესთან ერთად ხევსურეთში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ შატილში ყველა ოჯახს ვისაც, გენერატორი არ ჰქონდა ამიერიდან ექნება.

ემოციურ პოსტს დაიაური საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე აქვეყნებს და საჯარო მადლობას იხდის.

„ჰესი გაითიშა შატილში და მაისის ბოლომდე, სიბნელეში მოგვიწევს ყოფნა..“ – მარგარეტ დაიაურის პოსტის შემდეგ ადამიანები გენერატორის შესაძენად თანხას აგროვებენ

„მეგობრებო, დაიმახსოვრეთ 15 მარტი !

დღე, როცა ჩემი პოსტის დაწერიდან, 1 კვირაში, თქვენი და უამრავი ჩემი ახლობლის, მეგობრის, თუ ნაცნობის დახმარებით, შატილში ვისაც არ ჰქონდა გენერატორი, ყველას ინდივიდუალურად ექნება ! ყველას ხალხო !  ხვდებით რა შეძელით ?! არავინ არ დარჩება სინათლის გარეშე, წლები !

დარჩენილი თანხით, შევიძინეთ სამი ტელევიზორი, ერთი აქაური ძმებისთვის, ორი კი შატილიონი ბებოებისთვის და ასევე, საწვავი

ახლა კი მოემზადეთ, ბევრი მადლობა მაქვს სათქმელი:

ყველაზე დიდი მადლობა, პირველ რიგში თქვენ ! ჩემს მეგობრებს, გამომწერებს, ნათესავებს, სრულიად უცხოებსაც, ვინც აზიარებდით პოსტს, ვინც თანხას რიცხავდით, გენერატორებს ეძებდით ან გვაჩუქეთ ! ვინც ყველანაირად გვერდში მედექით, რომ ეს ისტორიული დღე დამდგარიყო !

ასევე, მადლობა, შატილიონ, ჩემს უსაყვარლეს შოთა(ლევან) ჭინჭარაულს, ვინც, ჩვენთან ერთად ღამეებს ათენებდა, რომ გენერატორები მალე შეგვეძინა და ჩამოგვეტანა ჭინჭარაული ლევანი

უდიდესი მადლობა, ნანა მეფარიშვილი-ს, მიხვდება თავად, რატომ

დიდი მადლობა, Zviad Kordzadze-ს, სულ ახალი გენერატორისთვის, რომელსაც ჩემთვის უძვირფასესი საჩუქრებიც გამოაყოლა !

დიდი მადლობა, Natalia Tvaltchrelidze-ს, საოცარი გენერატორისთვის !

დიდი მადლობა, Mamuka Chankotadze-ს, ასევე, გენერატორისთვის !

დიდი მადლობა, უძვირფასეს ადამიანს, თავად შატილიონ Tamaz Chincharauli-ს, რომელმაც საკუთარი სოფლისთვის და ხალხისთვის, გენერატორების შესაძენად თანხა ჩარიცხა

დიდი მადლობა, Socar Georgia-ს, პოსტი დავდე თუ არა, მეორე დილით დამირეკეს და სამ გენერატორს ჩვენ გიყიდითო

დიდი მადლობა, ჩემს უძვირფასეს დეიდაშვილებს გენერატორისთვის და მისი ტრანსპორტამდე მიტანისთვის Gio Zviadauri Dito Zviadauri, ვგიჟდები თქვენზე ბავშვებო ! (#Gio, ერთის კი არა, ყველა გენერატორის ყიდვას აპირებდა, ეგონა ვერ მოგროვდებოდა ხალხი ამ საქმისთვის არ ელოდა ამხელა მხარდაჭერას, ამიტომ თავისი დიდი წვლილი მაინც შეიტანა და ერთი გენერატორი შეიძინა ამ სასწაული საქმისთვის !!)

დიდი მადლობა აჩიკო ზაქარეიშვილი-ს, ტრანსპორტირებისთვის, ვინც ყველაფერი შეკრიბა და აიტანა ხევსურეთში ჩემს უძვირფასეს, გოგი ძიასთან Giorgi Liqokeli, ვინც 1 კვირა ყურადღებას აქცევდა ყველაფერს, ჩემს ლელა დეიდასთან ერთად ! Lela Gaburi
დიდი მადლობა, უსაყვარლეს დათო გაბური-ს, ვინც, ასევე ტრანსპორტირებაში და ყიდვებში გვეხმარებოდა !

დიდი მადლობა, #სანდრონებაძეს(არ აქვს ფბი და ვერ ვთაგავ ), ვინც სახლიდან, საკუთარი ტელევიზორი აიღო და ჩვენ გამოგვიგზავნა (არასდროს მქონია აქ ტელევიზორი)

და ბოლოს, უსაზღვროდ, უსასრულოდ დიდი მადლობა საქართველოს სასაზღვრო პოლიცია/Border Police of Georgia-ის, ფშავ-ხევსურეთის უფროსს მამუკა ლიქოკელი – ს !  ვინც მხოლოდ შატილის რეისზე კი არა, მუცოს სასაზღვრო როტაციაზეც დადო ჩვენი გენერატორები, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ჩამოსულიყო და არაფერი დაეტოვებინა. დიდებული ადამიანია !

ასევე, მადლობა, ყველა მის თანამშრომელ მესაზღვრეებს, მარტო დღეს კი არა, რაც მახსოვს, სულ გვერდში რომ გვიდგანან და გვეხმარებიან !

ეს დღე და ეს ამბავი, ისტორიას დარჩება ! დღე, როცა ვიცით, რომ შატილი არასდროს აღარ იქნება სიბნელეში !

ვის არ აქვს და შეხვდება გენერატორები და ტელევიზორები, ამის სიას პირველ კომენტარში ნახავთ,“ – წერს მარგარეტ დაიაური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g