მომღერალი ნინო ჩხეიძე “ღამის პრაიმტაიმის” ეთერში შვილთან, მარიამ კორახაშვილთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისთვის შენიშვნა არასდროს მიუცია.
როგორც მარიამი ამბობს, დედას აზრს ყოველთვის ეკითხება და მის რჩევებსაც ითვალისწინებს.
“ჩემი საყვარელი სიმღერა, ლექს-სენთან ჩაწერილი დუეტია, რადგან ბავშვობასთან ასოცირდება. ძალიან მეგობრული დედაა და ყველაფერს ითვალისწინებს. ჩვენ იმდენად ვთანხმდებით, რომ მას რამის აკრძალვა არ სჭირდება. ადრე მომღერლობა მომწონდა, თუმცა გავიაზრე რამხელა შრომა სჭირდება. იმდენად დიდი სიყვარული არ მქონდა სიმღერის მიმართ, რომ საკუთარი თავი მთლიანად გადამედო. მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ყოველთვის მომწონდა ტელევიზიის შიდა სამზარეულო, მართვა და მენეჯმენტი”, – საუბრობს მარიამ კორახაშვილი.
ამავე თემაზე:
ვიდეო: ნინო ჩხეიძემ გიორგი ნაზღაიძე აამღერა – მოისმინეთ დუეტი, რომელიც სოცქსელებში აიტაცეს
ნინო ჩხეიძე და „ქუჩის ბიჭები“ ახალ დუეტზე კლიპს იღებენ – ექსკლუზიური კადრები გადაღებიდან