31 წლის პოპ-ვარსკვლამა ბიბი რექსამ „ინსტაგრამის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას გაამხილა, რომ სიმღერა ჩაწერა, რომელიც სურს, რომ სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა, BTS-მა შეასრულოს. მისი თქმით, კოლექტივმა ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცის.
„BTS-ისთვის დემო დავწერე, მაგრამ ჯერ არ ვარგა, დასამუშავებელია. თუმცა, დიდი პოტენციალი აქვს, ჯერ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ძალიან მაგარი გამოვა“, – ამბობს მუსიკოსი.
https://twitter.com/jesussunbaes/status/1361729561856147456?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1361729561856147456%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fpopmusic.ge%2Farticle%2F19102-bebe-rexha-simgheras-vcer-da-minda-bts-ma-sheasrulos