LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიდეო მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ „ლაფათქის“ მოქნევა გვეზარება ხალხს. გაუკვალავ თოვლში მიწევს გავლა… შუქი ისევ არ გვაქვს, შესაბამისად არც წყალია ონკანში. ისევ თოვს და ქარბუქია“ – თამო ონიანი ნაგომარიდან ვიდეოს გვიზარებს

1308
თამო ონიანი

ბოლო დღეების განმავლობაში მოსულმა თოვლმა თითქმის, მთელ საქართველოში პრობლემები შექმნა. მათ შორის გურიაში, სადაც მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ელექტროენერგია და წყალი.

თამო ონიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, თუ რამხელა გზის გავლა უწევს იმისთვის, რომ სასმელი წყალი ჰქონდეს.

„ეს ვიდეო ჩავწერე იმათთვის ვისაც გუშინდელი ჩემი პოსტის შემდეგ ჰგონია, რომ ლაფათქის მოქნევა გვეზარება ხალხს და ეზოების გაწმენდას ვითხოვ შუკების კი არა.

ვიდეო სრულ მონაკვეთს არ აჩვენებს, ეს გასავლელი გზის ნახევარია, ბოლომდე არ ჩანს რადგან დაითოვლა. ვიდეოს დასაწყისიც შუა გზის მონაკვეთიდანაა გადაღებული, სანამ მაქამდე მოვედი ამაზე მეტი გზა გამოვიარე.

მობილურის ბოლო პროცენტებს ვიყენებ რომ გაჩვენოთ რეალურად რაც ხდება.

შუქი ისევ არ გვაქვს, შესაბამისად არც წყალია ონკანში.

ისევ თოვს და ქარბუქია.

და მაინც, გამოიდარებს! ✊“, – წერს თამო ონიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g