LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად და გავმართო კონცერტი-აქცია, სადაც მე ჩემს ჰონორარს აუცილებლად გადავურიცხავ ფონდს“ – ლელა წურწუმია

568
ლელა წურწუმია

ლალა წურწუმია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას უერთდება.

როგორც აქციაზე მომღერალმა განაცხადა, ის აქცია-კონცერტის ჩატარებას და დაზარალებულების დახმარებას აპირებს.

„ასეთი რამის მომსწრე ძალიან დიდი ხანია არ ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, ვუერთდები ჩემი საქართველოს უმრავლესობას, რომლებიც ვითხოვთ ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას, ეს არის მთავარი მოთხოვნა.

ეს ყველაფერი თუ შესრულდება, ეს ქვეყანაც დაწყნარდება აუცილებლად…

მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად და გავმართო კონცერტი-აქცია, სადაც მე ჩემს ჰონორარს აუცილებლად გადავურიცხავ ფონდს,“ – აღნიშნა ლელამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g