ლეო მესი არგენტინაში თეატრში წავიდა.
პსჟ-სა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი კომედიური სპექტაკლის „ინმადუროსის“ პრემიერას დაესწრო.
პუბლიკამ ოვაციის თანხლებით ფეხბურთელი სცენაზე გაიყვანა.
მესის დარბაზში ყოფნის შესახებ ადრიან სუარმა აცნობა, რომელიც სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს.
ამის შემდეგ მაყურებელს ყველა დროის უდიადეს ფეხბურთელთან ავტოგრაფის აღება და ფოტოების გადაღება მოუნდა.