LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეუღლე პანაშვიდზე გავიცანი…“ – რა ისტორიას იხსენებს „იმედის“ ეთერში როლიკო ოქროპირიძე

206
როლანდ ოქროპირიძე (2)

როლიკო ოქროპირიძე „იმედის“ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს:

„ ჩემი მეუღლე, დედას გეფიცები, პანაშვიდზე გავიცანი. ახლობლის პანაშვიდზე მივედი, წრეზე შევედი, ზის გოგო, დავინახე, სამჯერ მივიხედე. გარეთ გამოვედი და ვდგავარ. ცუდი ამინდი იყო. ჩემი მეგობარი გამოვიდა, ჩემს მეგობარს ვინ გააცილებს გზამდეო. ინსტინქტურად ვთქვი, მე-მეთქი. რამდენჯერმე ვთქვი, მაგრამ პაუზა იყო. სახელი გაქვს გატეხილი და ამიტომ არ გაცილებინებენო. ბოლოს ამ გოგონას დავეწიე მანქანით და ჩავისვი. არ იცოდა, ვინ იყო. ტელევიზორს არ ვუყურებ. დაძაბული ვიჯექი, ხმას არ ვიღებდი, ეს გოგო შეწუხდა ამდენი ბღვერით, ოღონდ მას კი არ ვუბღვერდი. რაღაც მეხუმრა. იმდენ ხანს მოვდიოდი ეტყობა ჩუმად, ისეთი სიცილი ამივარდა დაძაბულობისგან… უცებ ეს ამბავი გაიხსნა სიცილით და დაიწყო სიცილით. მერე თეატრში დავპატიჟე. ახლა ვართ ერთად… გვყავს ორი ქალიშვილი… ამის გარდა კიდევ მყავს ორი ბიჭი. კიდევ მინდა, რომ შვილები მყავდეს…“

როლანდ ოქროპირიძე მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს

ნამდვილი ოჯახური ბედნიერება მეუღლემ გაპოვნინათ? #როლანდოქროპირიძე

Posted by სიცრუის დეტექტორი • Sicruis Deteqtori on Tuesday, February 25, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g