ლონდონში მდიდრული და უნიკალური ავტომობილები საკმარისზე მეტი დადის. თუმცა, ზოგიერთი მილიარდერი ამჯობინებს რომ ბრიტანეთის დედაქალაქს თავისი კოლექციით ესტუმროს. მაგალითად, ასე მოიქცა კატარის სამეფო სასახლის წარმომადგენელი, მეორე დონის შეიხი ხალიფა ვინ ჰამად ალ ტანი, რომელმაც რამდენიმე დღიანი ვიზიტისთვის თან სამი ექსკლუზიური სუპერქარიც წაიღო.
როგორც გაირკვა, არაბი შეიხი ბრიტანეთს თითქმის ყოველ ზაფხულს სტუმრობს და თან თავისი სუპერქარებიც მიაქვს.
წელს ხალიფამ არჩევანი უნიკალურ ჰიპერქარ Bugatti Divo-ზე გააკეთა. ასევე მან თან წაიღო Lamborghini Sian და Ferrari Monza Sp2-იც.