LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მინსკში სპეცრაზმელებმა ფარები დაუშვეს, მათ აქციის მონაწილეები ჩაეხუტნენ

2840
BeFunky-collage (11)

მინსკში საპროტესტო გამოსვლები საყოველთაო გაფიცვამ ჩაანაცვლა. მინსკის ცენტრში მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, რომელსაც წამყვანი საწარმოების მუშები, პედაგოგები, ექიმები და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მსხვილი საწარმოები შეურთდნენ.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მთავრობის სახლთან მობილიზებულმა სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების გამოჩენისას ფარები დაუშვეს. ასევე, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმელებს აქციის მონაწილეები ჩაეხუტნენ.

მოვლენების ამსახველ ვიდეოს „tut.by-ი“ ავრცელებს.

საპროტესტო აქციები და კიდევ ერთი გარდაცვლილი ბელარუსში

 

 

9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა.

გამოსვლები გვიან ღამით მას შემდეგ დაიწყო, რაც არჩევნების არაოფიციალური შედეგად ცნობილი გახდა, რომ ხმების უმრავლესობა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიიღო, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 10%.

დღეს კი ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ალექსანდრ ლუკაშენკო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა. მან ხმათა 80.1 პროცენტი მიიღო.

5 დღიანი სახალხო პროტესტის შემდეგ ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წავიდა. სამართალდამცველებმა აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების წინასწარი იზოლატორებიდან გათავისუფლება დაიწყეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანს დაზიანებები აღენიშნება. ამბობენ, რომ მათ იზოლატორში არასათანადოდ ეპყრობოდნენ. ხელისუფლება დაკავებულების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებს უარყოფს.

მეექვსე ვადით არჩეული პრეზიდენტი ლუკაშენკო აცხადებს, რომ მას ქვეყანა არ დაუტოვებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g