LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ასეთი დედ-მამის შვილი რომ არ მღეროდეს არ შეიძლება”- თამარ ჯორჯიკიას „წუნა და წრუწუნა“

619
თამარ ჯორჯიკია

გადაცემაში „პატარების დიდი შოუ“ პატარა მომღერლის თამარ ჯორჯიკიას მიერ მამასთან ერთად შესრულებული სიმღერა „წუნა და წრუწუნა“ დიდი მოწონებით სარგებლობს.

პატარა მომღერალი საოპერო ვარსკვლავების, ოთარ ჯორჯიკიას და მარიამ ნაჭყებიას შვილია.

უსაყვარლესი ოთხი წლის მომღერალი ამბობს, რომ ბაღში ყოფნა მოსწონს და დადის ციგურებზე:

„მე უფრო სწრაფად ვსრიალებ,ვიდრე მამა, თან მარტო…“- ამბობს პატარა მომღერალი.

პატარა მომღერალს გადაცემაში მთელი ოჯახი გულშემატკივრობდა. მამა-შვილის მიერ შესრულებულმა სიმღერამ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა:

„დაგელოცოთ მამაშვილობა და, ოჯახი… მიყვარხართ კარგი ოჯახი ხართ… ასეთი დედ-მამის შვილი რომ არ მღეროდეს არ შეიძლება”- წერენ სოციალურ ქსელში.

პატარა მომღერალი – თამარ ჯორჯიკია ❤️‍🔥

პატარა მომღერალი – თამარ ჯორჯიკია ❤️‍🔥🛼 სიმღერა: წუნა და წრუწუნა #პატარებისდიდიშოუ V სეზონი/ეპიზოდი 6 #აქიმედია 21.05.2024

Posted by პატარების დიდი შოუ on სამშაბათი, 21 მაისი, 2024
magti 5g