მითია, რომ თოვლი ვირუსებისგან წმენდს ჰაერს – ამის შესახებ პედიატრი მირანდა ხიდეშელი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.
როგორც მედიკოსი საუბრობს, ზოგიერთი ვირუსის გამრავლებისთვის დაბალი ტემპერატურა უფრო ხელშემწყობია.
„მითია, რომ თოვლი ჰაერს ვირუსებისგან წმენდს, ან მის გამრავლებას აფერხებს. პირიქით ზოგიერთი ვირუსისთვის დაბალი ტემპერატურა უფრო ხელშემწყობია. ზოგიერთ ბაქტერიას აფერხებს, თუმცა ვირუსებზე არ მოქმედებს“, – ამბობს პედიატრი.
