პარლამენტში ოპოზიციონერი ლიდერები „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს მიხეილ ყაველაშვილს დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციონერების კრიტიკას, რომ ისინი მოღალატეები არიან, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით გამოეხმაურა.
„მოღალატე შენა ხარ, თქვენი გამყიდველი დედა ***“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
დაპირისპირებაში ჩართული იყო „ხალხის ძალის“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეც.
სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „მათ სიმართლის ეშინიათ და ეს მათი რეალური სახეა“.
„27 ქვეყნის წარმომადგენელი მოვიდა პარლამენტში და გითხრათ, რომ ეს კანონი რუსულია და ამ ტიპის კანონის მიღებით საქართველო ევროპულ პერსპექტივას შორდება. მაგრამ თქვენ ხელი მოაწერეთ სამშობლოს ღალატს, დიახ, ეს არის ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დაპირისპირება პარლამენტში
Posted by რადიო თავისუფლება on Tuesday, March 7, 2023
უკვე რამდენიმე კვირაა საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს.