წლის მთავარი კინოკომედია „მოგზაურობა ამერიკაში 2“ ეკრანებზე მალე გამოვა. იქამდე კი ინტერნეტში ცნობილი ფილმის პირველი თრეილერი ვრცელდება.
ვიდეო ქსელში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და უკვე ათასობით ადამიანმა ნახა. გავრცელებული კადრებინდან ვიგებთ, რომ მეფე აკიმი 30 წლის შემდეგ, უახლოეს მეგობართან ერთად ისევ ნიუ-ორკში ბრუნდება. ამჯერად მისი მისია შვილის მოძებნაა, რომლის არსებობის შესახებაც აქამდე არაფერი იცოდა.
ფილმის რეჟისორი კრეიგ ბრიეირია და ედი მეფის გარდა, მასში ისევ ვიხილავთ არსენიო ჰოლს.
კინოსურათის მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 5 მარტსაა დაგეგმილი.