LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მოიწყინა, დადარდიანდა.. მზის სხივებით და თოლიებით გადაფარავს ხოლმე დასახიჩრებული სხეულის ნაწილებს, შეუძლებელს აკეთებს, რომ გადარჩეს და დაგვხვდეს ძველებური ხიბლით“ – ნინო კვარაცხელიას ემოციური სტატუსი სოხუმზე

201
ing

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, წარმოშობით სოხუმელი ნინო კვარაცხელია, რომელმაც 40 წლის წინ დაკარგული სიყვარული იპოვა და ახლა ემზარ ჯღარკავასთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში სოხუმს ემოციურ სტატუსს უძღვნის.

ნინო კვარაცხელია: „მალე ჩემი თვითმფრინავიც აფრინდება…რთული აღმოჩნდა ჩემთვის განსაცდელი, რომელსაც ემიგრაცია ჰქვია“

„მოიწყინა, დადარდიანდა, მშობლიურ ქართულზე ჟრიამული მოენატრა მაგრამ ვერ ამხელს, იცის, არ შეიძლება ჯერ. ჰოდა, მედიდურად უმკლავდება დარდს, მისებურად, სოხუმურად. ცდილობს არ შეიმჩნიოს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, როგორ ვენატრებით. მზის სხივებით და თოლიებით გადაფარავს ხოლმე დასახიჩრებული სხეულის ნაწილებს.

ზოგჯერ ტალღებსაც შემოიხვევს, დაჭრილი სულის სალბუნად, შეუძლებელს აკეთებს, რომ გადარჩეს და დაგვხვდეს ძველებური ხიბლით. დაგველოდე აუცილებლად და გვაპატიე, დროებით რომ დაგტოვეთ“, – წერს ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

 

 

„ახლაც ზუსტად ისეთ დროს დაბრუნდა, როცა ძალიან მწარედ დამანარცხა ცხოვრებამ მიწაზე….მოვიდა, ფეხზე წამომაყენა, გამამხნევა და ცხოვრებისკენ შემომაბრუნა” – რა ისტორიას იხსენებს ნინო კვარაცხელია

“56…არაფერს არ ვნანობ, ყველაფერი იყო: სიყვარული, იმედგაცრუება, ომი…არასდროსაა გვიან, მთავარია გულით გინდოდეს” – ნინო კვარაცხელია იუბილარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g