LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მშობიარეებთანაც მიმღერია, სიმღერა ჩემი ცხოვრების წესია… ჰობი არ არის…“ – თამარ კოტეტიშვილის

186
თამარ კოტეტიშვილი

ექიმი თამარ კოტეტიშვილი, რომელიც არაჩვეულებრივად მღერის, „პოსტივის“ ესტუმრა და „დღის პოსტის“ ეთერში ისაუბრა თავისი ცხოვრების წესის შესახებ, რომელიც სიმღერას უკავშირდება:

„ჩემი გულიდან და სულიდან ვმღერი. ასე მოვდივარ, ისე ვმღერი, როგორც მემღერება… ანსამბლ „თაიგულში“ ჩემი სიმღერა ჰობი იყო და დღესაც ჰობია. ანსამბლში ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მომახვედრა. მუსიკის სიყვარული ბებიისგან მოდის. „ორთავ თვალის სინათლევ“, ამ სიმღერას მღეროდა, ჰქონდა ხავერდი და ვიბრაცია. თბილისური, ქართული სიმღერის სიყვარული თითქოს მისგან მოდის, ის ბევრს მესაუბრებოდა, გარდა იმისა, რომ მიმღეროდა.

სიმღერა არის ჩემი ცხოვრების წესი და სალაპარაკო ენა. სიმღერით მშობიარესთანაც მქონია ურთიერთობა. მიმღერია ბევრჯერ მშობიარესთვის და ამყოლია კიდეც…“

ვიდეო: „ესაა ქართული დედა-შვილობა“ – თამარ კოტეტიშვილისა და რატი მეზვრიშვილის დაუვიწყარი შესრულება თბილისზე „იმედის“ ეთერში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g