NYU Langone Health-ის ქირურგების გუნდმა მსოფლიო მედიცინაში ისტორია შექმნა, როდესაც ქალ პაციენტს, მსოფლიოში პირველად, რობოტების დახმარებით ფილტვები გადაუნერგა.
მეცნიერების თქმით, ტრანსპლანტაცია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წარმატებას რობოტულ ქირურგიაში. ოპერაციის გულ-სისხლძარღვთა ქირურგი, დოქტორი სტეფანი ჩანგი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პირველად შეასრულა აშშ-ში რობოტების დახმარებით ფილტვის გადანერგვის ოპერაცია.
ფილტვის გადანერგვის ოპერაცია 57 პაციენტს, შერილ მერკარს წარმატებით ჩაუტარდა. როგორც მედიკოსები ამბობენ, მერკარი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით იტანჯებოდა.
„ძალიან მადლობელი ვარ დონორისა და მისი ოჯახის წევრების, რომლებიც მაძლევენ ახალი შანსს ცხოვრებაში” – ამბობს პაციენტი.
უმნიშვნელოვანეს სამედიცინო მიღწევაზე ისაუბრა მედიკოსმა, დოქტორმა ჩანგმაც:
„ეს ერთ-ერთი უდიდესი პრივილეგიაა, როდესაც შეიძლება დაეხმარო პაციენტებს დაბრუნდნენ ჯანსაღ და ჯანმრთელ ცხოვრებას“ – განაცხადა დოქტორმა სტეფანი ჩანგმა.
ვრცლად იხილეთ: NYU Langone-ის ვებსაიტი.
როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი ასაკის მატების მიუხედავად – იტალიელი მეცნიერების უახლესი კვლევის შედეგები
კვლევა D ვიტამინის შესაძლო ეფექტები დაბერების ბიოლოგიურ ნიშნებზე.
ვიდეო: „Kengoro“ – ახალი ჰუმანოიდი ბიჭი რობოტი, რომელიც სპორტულ ვარჯიშებს ასრულებს
ახალი სახის ჰუმანოიდი რობოტი მკვეთრად განსხვავდება სხვა რობოტებისგან.
ვიდეო: ჰუმანოიდი რობოტი თავის რობოტ ძაღლს პარკში ასეირნებს – სად დაფიქსირდა სიურრეალისტური კადრები, რომელიც სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა
რობოტი ჩინეთში, შანხაის ერთ-ერთ პარკში შენიშნეს, როგორ მიუძღვებოდა საბელით ლითონის ძაღლს.