„გუდამაყარს მოიხსენიებენ, როგორც ბინდისფერ ხეობას, ულამაზესია აქაურობა…“ – ამის შესახებ გუდამაყარში მცხოვრები წყვილი, ხატია და გიორგი გადაცემაში „შუადღე“ საუბრობენ.
როგორც ინტერვიუდან ხდება ცნობილი, სიუჟეტის გმირები – ხატია და გიორგი ერთ-ერთი წყვილია იმ მცირერიცხოვანი ადამიანებიდან, ვინც მყინვარწვერზე დაიწერა ჯვარი, საცხოვრებლად კი გუდამაყარი აირჩიეს, სადაც უკვე სამი წელია შვილთან, პატარა ელენიკოსთან ერთად ცხოვრობენ.
ხატია და გიორგი მთაში ნაპოვნი სიყვარულის შესახებ „შუადღის“ ეთერში საუბრობენ:
„გუდამაყარს მოიხსენიებენ, როგორც ბინდისფერ ხეობას, ულამაზესია აქაურობა… მთაში ვიპოვე სიყვარული, გიორგი რომ გავიცანი იმ დღის მერე მთასთან ვარ დაკავშირებული.
სამი წელია რაც ვცხოვრობთ გუდამაყარში.
სახლი არ გვქონდა ქირით ვიყავით, ან უნდა გვეყიდა თბილისში ან რაღაც უნდა დაგვეწყო, ჰოდა გავაკეთეთ, მივიყვანეთ ბოლომდე…“ – ამბობს წყვილი ინტერვიუში.