LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ, პირველი რობოტი, რომელმაც სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩელოზე დაუკრა

132
page

წარმოუდგენელი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, ხელოვნური ინტელექტის არსებობა მუსიკალურ ინდუსტრიაში, სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. ახლახან, სიმფონიურ ორკესტრს რობოტი შეუერთდა და ჩელოზე დაუკრა. მკვლევრისა და კომპოზიტორის, ფრედერიკ გრანის მიერ დაპროგრამებულმა რობოტმა Malmo Symphony Orchestra-სთან ერთად, შვედი კომპოზიტორის, იაკობ მულრადის ნაწარმოები შეასრულა.

„გრანი ორ ინდუსტრიულ რობოტ მკლავზე მუშაობდა, რომელთაც ჩელოს დაკვრა უნდა შესძლებოდა და ვიფიქრე, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა… ეს ინსტრუმენტი იმდენად რთულია, რომ ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, რათა გამეგო, თუ როგორ მუშაობდა ის რეალურად“, – აცხადებს მულრადი და დასძენს, რომ ხელოვნური ინტელექტითა და რობოტებით, ადამიანის სრულად ჩანაცვლება შეუძლებელია.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები