LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ, როგორ მიულოცა ნიკოლოზ რაჭველმა ბედობის დღე ნანი ბრეგვაძეს!: „მაინც დავებედეთ ერთმანეთს და თან ისე, რომ არ ელოდა, სიურპრიზად“

3235
BeFunky-collage (4)

კომპოზიტორმა, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა და პროდიუსერმა, ხელოვანთა კავშირის კონცეპტArt-ის დამფუძნებელმა თეონა ჯორბენაძემ ტრადიცია არც წელს დაარღვიეს და ლეგენდარულ ქართველ შემსრულებელს, ნანი ბრეგვაძეს ბედობის დღე საკმაოდ ორიგინალურად მიულოცეს.

პანდემიის გამო ტრადიციული ბედობა ნანისთან წელს განსხვავებული ფორმით შედგა.

ვიდეოს სოციალურ ქსელში  კონცეპტArt-ი ავრცელებს.

ბედობის განსხვავებულ ფორმაში შეხვედრას ემოციურ სტატუსს უძღვნის თავად ნიკოლოზ რაჭველი.

“ვინც ჩემსა და ჩემი მეგობრების ფეისბუქის სიახლეთა კედელს თვალს ადევნებთ შეამჩნევდით, რომ ყოველი წლის 2 იანვარს ჩვენს უძვირფასეს ნანისთან ვიკრიბებით და ქართული სიმღერის ლეგენდასთან ერთად ყოფნას ვიბედებთ, მუსიკის დღესასწაულს ვიწყობთ და ენით აუწერელი ენერგიით ვიმუხტებით, მთელი წელი რომ მიგვყვება ხოლმე!

 

 

მართლა ისე გვიყვარს ყველას ეს ურყევი ტრადიცია, რომ 1 იანვარზე მეტად 2 იანვარს ველოდებით და საგანგებოდ ვემზადებით დაუვიწყარი საღამოს გასატარებლად…

წელს კი გავუფრთხილდით მის ჯანმრთელობას და მე და თეონამ ყველა ჩვენი საერთო მეგობრის სახელით ჩვენი დიდი სიყვარული ასეთი ფორმით გამოვხატეთ, მაინც დავებედეთ ერთმანეთს და თან ისე, რომ არ ელოდა, სიურპრიზად:)) !!! – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g