საკრუიზო კომპანია MSC Cruises-ის თანამშრომლებმა მდიდრული ლაინერის MSC Seaside-ის ყველაზე ძვირადღირებული კაიუტის ჩვენება გადაწყვიტეს. შესაბამისი ვიდეო მათ TikTok-ზე გაავრცელეს და გამომწერთა აღფრთოვანებაც დაიმსახურეს. პოსტს გამოცემა New York Post-მა მიაქცია ყურადღება.
ვიდეოს ავტორი, სახელად ანდრეას კრუსეროსი აღნიშნავს, რომ ამ კაიუტას სახელად სამეფო ლუქსი ჰქვია. ჩანაწერში მამაკაცი აპარტამენტის კარს აღებს და წარმოადგენს ესთეტიკურად მოწყობილ მისაღებს დიდი ტელევიზორით. შემდეგ ის გადადის საძინებელ ზონაში, სადაც ორსაწოლიანი საწოლი და საკმაოდ დიდი სააბაზანო ოთახია.
თუმცა, კაიუტის მთავარი მარგალიტი არის უზარმაზარი აივანი ჯაკუზით, ასევე სასადილო ზონა შეზლონგებით.
სოციალური ქსელის მომხმარებლებზე ვიდეომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და საკრუიზო ლაინერის მონახულება ბევრ ადამიანს მოანდომა.