„კოკა-კოლას“ მიერ შექმნილი საახალწლო განწყობა, რომ განუმეორებელია – ამაზე, აღარვინ დაობს.
დეკემბრის მოახლოვებასთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საახალწლო სამზადისი იწყება. ბუნებრივია, ამ სამზადისში ჩართულები არიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები. „კოკა-კოლა“, რომელიც თავისი საშობაო-საახალწლო საიმიჯო ვიდეორგოლებით მუდამ გამოირჩევა, წელსაც აქტიურია. ცნობილმა ამერიკულმა ბრენდმა წელს ყველას დაასწრო და საახალწლო განწყობა საკუთარ მომხმარებლებს ნოემბრის თვეშივე შეუქმნა.
2022 წლის მოახლოებასთან ერთად, კომპანიამ გადაწყვიტა ჩვენთვის შეეხსენებინა, რა არის დღესასწაულის ნამდვილი ჯადოქრობა, რომ ესაა არა საჩუქრები, არამედ ერთად შექმნილი განსაკუთრებული მომენტები.
„კოკა-კოლას“ ახალი საახალწლო ვიდეორგოლო სოციალურ ქსელებში 9 ნოემბერს გამოჩნდა და უკვე მილიონობით გამოხმაურება აქვს.