LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო – „ნაპოლიში“ წავიდა, დიეგო მარადონას გუნდში „კვარადონას“ ეძახიან – თუ შეგიძლიათ, მხარი დაუჭირეთ, თუ არადა ჩუმად იყავით…თავი დაანებეთ, დამიჯერეთ, თავ-პირს წაიმტვრევთ: დიმა ობოლაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

2755
დიმიტრი ობოლაძე

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ატეხილ ბულინგის კამპანიას, ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა.

რა გინდათ ამ ბიჭისგან, რადგან პუტინ ხ***ო არ თქვა და სლავა უკრაინე, უკვე ცუდი ბიჭია?! წარმატებებს გისურვებ კვარა: ვანო ნადირაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

„ქართველი სპორტსმენი წარმატებას რომ აღწევს, ეს „გიენები“ რომ გამოხტებიან, ერთი რაღაც მინდა მოკლედ გითხრათ. ნამუშევარი ვარ რამდენიმე მათგანთან, ვინც გამოვარდა და ხვიჩა კვარაცხელიას ეცა, თან ისე, რომ მოსმენილი არ ჰქონდათ… დამიჯერეთ, თავ-პირს წაიმტვრევთ ამ თემებზე. იტალიის ნაკრებზე გამოვარდნენ და რატომ გიხარიათ, რა დროს ესაა, ის დაჭერილიაო… ქართველ სპორტსმენებს, რომლებსაც თქვენზე მილიონჯერ მეტი აქვთ გაკეთებული, თავი დაანებეთ. ეს არის თქვენთვის ყველაზე წამგებიანი თემა. რაღაცას რომ დებ და მერე რომ შლი – იმის თავიც უნდა ჰქონდეს, რომ ის დატოვო და შენს „ჩვენებას მიაწვე​“. რა უნდა გაეკეთებინა ბიჭს, უნდა წამომხტარიყო და თქვენ რასაც იძახით, ისინი უნდა ეძახა? თქვენზე ნაკლები პატრიოტი ნახეთ ეს ბიჭი? „ნაპოლიში“ წავიდა, დიეგო მარადონას გუნდში, „კვარადონას“ ეძახიან – თუ შეგიძლიათ, მხარი დაუჭირეთ, თუ არადა ჩუმად იყავით. ლაშა ტალახაძეს ერჩიან, საქართველოს ნაკრებს ერჩიან, კვარაცხელიას ერჩიან…“, – განაცხადა ობოლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები