LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნათლიაჩემმა ძალიან მძიმე ბავშვობა მაჩუქა, მაგრამ საქართველოს აქვს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც უნდა გასამართლდეს, მას გარანტირებულად უნდა ჰქონდეს უფლებები ციხეში: კობა დავითაშვილის შვილი

12144
tornike davitashvili

„ნათლიაჩემმა ძალიან მძიმე ბავშვობა მაჩუქა, მაგრამ საქართველოს აქვს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც უნდა გასამართლდეს, მას გარანტირებულად უნდა ჰქონდეს უფლებები ციხეში“, – ამის შესახებ კობა დავითაშვილის შვილმა თორნიკე დავითაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხდა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. თორნიკე დავითაშვილის თქმით, მისთვის შეურაცხმყოფელია საზოგადოების ნაწილის და ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან მოწოდებები #FREEMISHA, რადგან თვლის, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, თუმცა თორნიკე აღნიშნავს, რომ სააკაშვილს, როგორც ადამიანს აქვს ჯანმრთელობის და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ღმერთო, რა მაგარი შვილი გაუზრდია კობა დავითაშვილს და მის მეუღლეს – ნანუკა ჟორჟოლიანი

„ჩემი წერილის მოტივაცია პირველ რიგში იყო ის დაძაბულობა, რაც ჩემს გარშემო ხდება. ძალიან ფართო სპექტრის მეგობრები მყავს, როგორც ოპოზიციიდან ასევე პოზიციიდან ნაცნობი ადამიანები და ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ რაღაც მომენტში გადავაგოროთ პოლარიზაცია, რაც ქვეყანაშია და მოვიტოვოთ წარსული უკან.

გასამართლებულია მიხეილ სააკაშვილი ორ საქმეზე, კიდევ ორზე მიდის სასამართლოები. არსებობს სასამართლო სტრუქტურები, რომლებიც უნდა იყვნენ პასუხისმგებლები. თუ არ არის მიხეილ სააკაშვილი თანახმა იმაზე, რა განაჩენიც გამოუტანეს, ამისთვის არსებობს სტრასბურგის სასამართლო. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, თუ აქაც არ ენდობა ქართველ მოსამართლეებს, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ ვენდობი, მე პირადად მიშას ადგილზე ვისურვებდი, რომ ჩემთვის ნეიტრალურმა მხარემ განსაჯოს ეს. მე პირადად არ მაქვს არანაირი საფუძველი და არც მტკიცებულება, რომ ქართველ მოსამართლეებს არ ვენდობოდე, მაგრამ მიშას ადგილზე, რომ ვიყო ჩემთვის ნეიტრალურ მხარეს ვისურვებდი.

ნათლიაჩემმა ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტრავმა მიაყენა. მძიმე ბავშვობა მაჩუქა და ყოველთვის მძიმე მომენტია ჩემთვის ნათლიაჩემზე საუბარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ ქვეყანაში. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ემოციებზე მიდიოდეს მოქმედება.

ის გამოსვლები, რაც მიდის #FREEMISHA ჩემთვის უბრალოდ შეურაცხმყოფელია, რადგან დამანაშავეა მიშა, მაგრამ აქვს უფლებები, რომლების გარანტირებული უნდა იყოს მისი ციხეში ყოფნის განმავლობაში. 

კონსტიტუციით გათვალისწინებულია ნებისმიერი მოქალაქისთვის. არ არის სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე. დეტალებში ნამდვილად ვერ შევალ, თუ რა ხდება ამ სიტუაციაში, მაგრამ ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, რომ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის, სამართლიანი სასამართლოს უფლება.

მე პირადად მომავალი ექიმი ვარ და ძალიან ახლოს ვადევნებ თვალს ნათლიაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ძალიან ვთხოვ პოლიტიკოსებს და სხვა ადამიანებსაც – ნუ აიღებთ ექიმის პასუხისმგებლობას თქვენს ხელებში. არსებობს ციხის ექიმი, არსებობს კონსილიუმი და მოუსმინეთ, დარწმუნებული ვარ არავის არ აწყობს ამ სიტუაციაში რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის დიდი ზიანი მიადგეს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თვი ვინმე შეამჩნევს, მართლაც ისე მიდის ჯანმრთელობის საქმე, რომ ვეღარ ხერხდება სააკაშვილის ციხის პირობებში მოვლა, აუცილებლად გადაიყვანენ საავადმყოფოში.

ძალიან მძიმეა, როცა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უყურებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვდება ადამიანი იმ მომენტში“, – განაცხადა თორნიკე დავითაშვილმა.

პრეზიდენტმა კობა დავითაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა

კობა დავითაშვილის შვილი: “დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია, მაინც, შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები