LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნერვიულობას რომ გადალახავ, ქიმიები ჩვეულებრივი გადასხმაა…“ – გოგო, რომელმაც სიმსივნე 1 წელში დაამარცხა, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს

345
2025-02-18_22-44-00_855050

ვიზაჟისტი, „ტიკტოკერი“ ლიკა გაგნიძე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა გადაცემა „დღის პოსტი“ ეთერში საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბრობს.

როგორც ის ამბობს, როდესაც ნერვიულობას გადალახავ ქიმიები ჩვეულებრივი გადასხმაა.

აღსანიშნავია, რომ 1 წლის წინ ლიკამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავისი დიაგნოზი თავის გადაპარსვით აცნობა გამომწერებს.

„გავიკეთე ოპერაცია, დამჭირდა ბევრი ბიოფსია და პარალელურად „ტიკ-ტოკზე“ ვიღებდი ვიდეოებს ვხუმრობდი და არავისთვის არაფერი მითქვამს. არასოდეს მიფიქრია, რომ ეს დაავადება მომკლავდა, თუმცა ველოდებოდი იმას, რომ ვიზუალურად ძალიან შევიცვლებოდი.

ადამიანს ანგრევს ნერვიულობა, თორემ სხვა სირთულე აქ არაფერია და როცა ამ ნერვიულობას გადალახავ ეს ქიმიები ჩვეულებრივი გადასხმაა. ჩემი მეუღლე ძალიან დამეხმარა და საკუთარი თავი მომიძღვნა.

[სიმსივნე] ერთ წელში დავამარცხე და თავის გზაზე გავუშვი. ადამიანების მხარდაჭერამ ძალიან გამაძლიერა“, – ამბობს ლიკა გაგნიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g