მომღერალი და ტელესახე მანუ მურღულია გვიზიარებს კადრებს აზერბაიჯანიდან, სადაც ჯგუფი „ნიკოს ბენდი“ სპეციალური მიწვევით, ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა.
აზერბაიჯანელი მსმენელი ქართულ ჯგუფს გულთბილად დახვდა და აპლოდისმენტები არ დაიშურა.
თბილი დახვედრით აღფრთოვანებულმა მანუ მურღულიამ კონცერტიდან გადაღებული ვიდეო და ფოტოკადრები გაგვიზიარა და დაწერა:
„ეს მომენტი ჩემთან მარად დარჩება. აქ ყოფნა დიდი პატივი იყო, დიდი მადლობა!..“
აზერბაიჯანელმა მსმენელმა აღფრთოვანება მომღერალს „ინსტაგრამის“ კომენტარებში გამოუხატა:
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში. თქვენი გამოსვლა შესანიშნავი იყო!..“
„საუკეთესო ბენდი…“
„თაყვანს გცემთ…“
„სილამაზე, ტალანტი და ხმა…“
„რა მაგრად მღერით…“
„შესანიშნავი ხმა…“