დედა-შვილი მსახიობები, თამარ და ნინუცა მაყაშვილები ერთმანეთს კითხვებს უსვამენ„რუსთავი 2“-ის „შუადღესთან“.
ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ სამი შვილიდან თამარს ყველაზე მეტად, ნაბოლარა, ელიზბარი უყვარს.
დედა-შვილი ამბობს, რომ მაჩხუბარობა მათი საერთო თვისებაა.
„დააფასეთ დედები. ის, რაც გგონიათ, რომ თქვენთვის ცუდია, არ არის ეგრე. თავის დროზე რომ მომესმინა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა…“, აღნიშნავს ნინუცა.