მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი „ნიკოლოზის კითხვებში“ სიმსივნის დიაგნოზის შესახებ ჰყვება:
„არაფერი მაწუხებდა… წავედი ექიმთან და მითხრეს, რომ სიმსივნე გაქვსო… აუუუ… მანახეს… ეს საოპერაციოაო. თურქეთში მინდოდა გაკეთება, მაგრამ ძვირი ჯდებოდა. კახი კალაძემ დამაფინანსა, ჩვენმა მინისტრმა, წულუკიანმა, ასევე ჯანდაცვის მინისტრი დაინტერესდა… მაგრად დამიდგნენ, ვერაფერს ვიტყვი ცუდს. მერე ხალხი… არ მინდოდა მე, მაგრამ თურმე ასი ათასობით კაცია, ვინც გადმორიცხვა დაიწყო. დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამას სახლში კი ვერ წაიღებ, მაგრამ… არა ვარ ცრემლიანი კაცი, მაგრამ ვიტირე… ახლა კიდევ გული მიჩუყუდება. ბავშვს ისე უყვარხარ, რომ ლარს რიცხავს…
ეს ავთვისებიანი კი არის, მაგრამ ღვთის წყალობით, მეტასტაზები არ არის გასული. ქიმია რომ ჩავიტარე, ოპერაციის შემდეგ, ალაგებულია. ახლა უნდა წავიდე ისევ თურქეთში… ქიმიოთერაპიის შემდეგ თეატრში ვეღარ დავდივარ…“