LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პატარა კი არის ბავშვი, მაგრამ პიროვნებაა და უდიდესი პასუხისმგებლობა გაქვს, კარგ ადამიანად გაზარდო..ვნერვიულობ მომავალზე, გავართმევ თუ არა თავს იმას, რომ ერთიც და მეორეც დავაყენო სწორ გზაზე“ – თეონა ცირამუა

349
თეონა ცირამუა

გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა გადაცემას „პროექცია“ სტუმრობდა.

ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზედაც თეონამ ისაუბრა მშობლობას ეხებოდა.

„რაღაცნაირად იგრძნობა კიდეც, რომ მე და ჩემს მეუღლეს სტატუსები შეგვეცვალა და დაგვემატა, ეს არის რაც არის-პასუხისმგებლობა.

პატარა კი არის ბავშვი, მაგრამ პიროვნებაა და უდიდესი პასუხისმგებლობა გაქვს, კარგ ადამიანად გაზარდო..თან ვერთობი, თან ვაკვირდები, რაღაც მიმიკებს ვიჭერ…ვაცნობიერებ, რომ ძალიან რთულია, ვნერვიულობ მომავალზე, რანაირ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება და მე გავართმევ თუ არა თავს იმას, რომ ერთიც და მეორეც დავაყენო სწორ გზაზე,“ – აღნიშნა თეონამ.

რომელმა მეუფემ უწინასწარმეტყველა თეონა ცირამუას ტყუპი გოგონების დაბადება: „ბავშვები რომ გაჩნდნენ, მერე გამახსენდა მისი სიტყვები…“

„ფსიქოლოგიურად ვეგუებოდი, რომ თუ შვილი არ მეყოლებოდა, ეს ჩემთვის ტრაგედია არ ყოფილიყო…“ – თეონა ცირამუას ტყუპი გოგონა 5-წლიანი ლოდინის შემდეგ შეეძინა – როგორ უმკლავდება დედობას ბრწყინვალე მუსიკოსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g