საფრანგეთში კომპანია Peugeot-ის მიტოვებული ავტოსალონი იპოვეს. ვიდეოს ავტორმა ზუსტი მდებარეობა არ გაამხილა, რათა ვანდალებმა მივიწყებული სატრანსპორტო საშუალებები არ განძარცვონ. ზოგიერთი ავტომობილი ნაწილობრივ დაშლილია. სხვა მოდელები კი, რომლებიც ამავე შენობაშია შენახული, მტვირთა და ჭუჭყით დაფარულები აგრძელებენ სიცოცხლეს.
ნაპოვნი მანქანების უმრავლესობა Peugeot-ის გასული საუკუნის 90-იანი წლების მოდელებია. ამასთან, ენთუზიასტებმა შედარებით ძველი მოდელების მოძებნაც შეძლეს, რომელთა შორისაცაა 1950-იანი წლების Peugeot 203, ასევე რამდენიმე 20-იანი და 30-იანი წლების ავტომობილი.