კიმ კარდაშიანი და ლუის ჰამილტონი Super Bowl-ზე ერთად შენიშნეს, რამაც მათ შორის რომანის შესახებ გავრცელებულ ჭორები დაადასტურა. კიმი და ლუისი გვერდიგვერდ ისხდნენ და შესანიშნავად ატარებდნენ დროს.
ცნობისთვის, გასულ კვირას მედიაში კარდაშიანისა და „ფორმულა 1“-ის ვარსკვლავის ფოტოები გამოქვეყნდა.
ისინი შაბათს, დიდ ბრიტანეთში, ძვირადღირებულ სასტუმრო Estelle Manor-ში დაბინავდნენ. კიმი აშშ-დან დიდ ბრიტანეთში სპეციალურად რომანტიკული უქმეების გასატარებლად ჩავიდა.
