LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პრინცი უილიამი ესტონეთში, სამხედრო ბაზაზე ტანკით გადაადგილდა – რა ხდება ცნობილი მის ესტონურ ვიზიტზე

143
პრინცი უილიამი

გაერთიანებული სამეფოს პრინცი უილიამი ესტონეთის სამხედრო ბაზაზე ბრიტანელ სამხედროებს შეხვდა და ტანკითაც გადაადგილდა.

ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ ესტონეთში დისლოცირებული 900-მდე ბრიტანელი სამხედრო მოინახულა, რომლებიც ბალტიისპირეთში, ნატო-ს კოლექტიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფარგლებში, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, ქვეყანას რუსეთისგან მომდინარე საფრთხისგან იცავენ და შეხვდა და გაესაუბრა ფრანგ და ესტონელ ჯარისკაცებსაც.

პრინცი უილიამი ასევე დაესწრო საწვრთნელ პროგრამას და დაათვალიერა ადგილზე წარმოდგენილი შეიარაღება.

ვიზიტის განმავლობაში, პრინცმა უილიამმა მოინახულა უკრაინელი ლტოლვილებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g