LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პუტინი 21-ე საუკუნის ჰიტლერია, გაიღვიძე ევროპა – ვენაში მცხოვრები ქართველების სოლიდარობა უკრაინელებს

183
BeFunky-collage (16)

ავსტრიის დედაქალაქში საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნის, უკრაინის მხარდასაჭერად, აქცია გაიმართა.

ვენაში გამართულ სოლიდარობის აქციას  ავსტრიაში მცხოვრები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები შეუერთდენ.

უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე წარმოდგენილი ბანერებით ისინი ევროპას “გამოღვიძებისა” და რუსეთის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ. “გაიღვიძე ევროპა, სანქციები რუსეთს ახლავე” – ასეთი იყო  უკრაინელი, ლიეტუველი, ქართველი თუ სხვადასხვა სათვისტომოს მთავარი გზავნილი ავსტრიიდან ოკუპანტი ქვეყნის აგრესიის შესაჩერებლად.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა:

“არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ ავსტრიელებს და მთელ მსოფლიოს მივმართე, რომ ზუსტად ასე დაიწყო 2008 წელს საქართველოში.

თუკი მსოფლიო დიპლომატები არ გააპროტესტებენ ამას, პუტინის აგრესიას საზღვარი არ ექნება. პუტინი 21-ე საუკუნის ჰიტლერია. ეს შეშლილი და გადარეული ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი”, – აცხადებს ქართული დიასპორის წარმომადგენელი, მაკა მარია ხომერიკი

 

 

 

რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. დაიწყო ქალაქების დაბომბმვა, მათ შორის, კიევისა და ხარკოვის მიმდებარედ.ქვეყანაში გამოცხადებულია საომარი ვითარება.

საჰაერო სივრცე რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში დაკეტილია. ადგილობრივების ნაწილი ცდილობს დატოვოს დიდი ქალაქები. ნაწილმა კი თავი შეაფარა, მათ შორის, მეტროსადგურებს.

ამავე თემაზე:

“ვინც უკან ვეღარ ბრუნდება… შევიფარებთ” – ქართველები უკრაინელებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებს სთავაზობენ

საქართველო უკრაინაში რუსეთის აგრესიით შოკირებულია: სალომე ზურაბიშვილი

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაქცევის შესაჩერებლად: შალვა პაპუაშვილი

ელენე ხოშტარია: შაბათამდე ვერ გავჩერდებით, დღეს თანადგომის დროა! გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

ვიწყებთ კამპანიას უკრაინელი ხალხის თავშესაფრით დასახმარებლად – რა მიმართვას ავრცელებს ირაკლი კუპრაძე

მეც მათ შორის ვიყავი, ვისაც სჯეროდა, რომ 2008 წელს ომის თავიდან აცილება შეგვეძლო – პუტინმა ომი დაიწყო უკრაინასთან იმის მიუხედავად, რომ ზელენსკის ბოლომდე ცეცხლი არ გაუხსნია : კაჭკაჭიშვილი

ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება: ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g