კლუბ „მონოჰოლში“ ლელა წურწუმიას კონცერტი გაიმართა.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა.
ლელამ კონცერტზე ყველასათვის საყვარელი ძველი და ახალი ჰიტები შეასრულა და მთელი დარბაზი ერთხმად აამღერა.
აღსანიშნავია, რომ გრანდიოზულ საღამოზე შედგა ლელას ახალი სიმღერის პრემიერა. „ფერადი დღეები,“ – ასე ჰქვია ლელას ახალ ჰიტს, რომელიც მსმენელმა უკვე შეიყვარა.
„ქალღმერთი“, „ლელუშ გვიყვარხარ“, „სამყაროა ეს ადამიანი“, „ლელა ვაფრენთ შენზე“, „ღმერთი თუ გაინტერესებთ ესაა,“ – ამ წარწერებით ავრცელებდნენ ვიდეოებს გრანდიოზული საღამოდან დამსწრეები.